საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე უმრავლესობაში რაიმე სახის დაპირისპირებას გამორიცხავს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე უმრავლესობაში რაიმე სახის დაპირისპირებას გამორიცხავს და ამის შესახებ გავრცელებულ ხმებს ოპონენტებისა და გარკვეული ორგანიზაციების სურვილად მოიხსენიებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე უმრავლესობაში რაიმე სახის დაპირისპირებას გამორიცხავს და ამის შესახებ გავრცელებულ ხმებს ოპონენტებისა და გარკვეული ორგანიზაციების სურვილად მოიხსენიებს.

„როგორც წინა მმართველობის დროს ყველა ავტომატურად იმეორებდა იმას, რასაც ქვეყანაში ერთი კაცი ამბობდა, ასეთი უმრავლესობა ღმერთმა არ ქნას, რომ ქვეყანაში იყოს. აზრთა სხვადასხვაობა რომ არის, ეს ჩვენი სიძლიერეა და თუ მივდივართ კონსენსუსამდე, ძალიან კარგი, თუ განსხვავებული პოზიცია დასტურდება, ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ,” – განაცხადა დავით საგანელიძემ.

უმრავლესობაში სხვადასხვა თემაზე არსებულ განსხვავებულ მოსაზრებებზე ლაპარაკობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თუმცა ზვიად ძიძიგური, საგანელიძის მსგავსად, დაპირისპირებას უარყოფს.უმრავლესობის ლიდერი უარყოფს გუნდში საკადრო გადაადგილებებსაც.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო
შემდეგი სტატიაახალი სკანდალი ჰილარი კლინტონის ელექტრონული ფოსტის ირგვლივ, სადაც ბიძინა ივანიშვილის სახელიც ფიგურირებს