საპარლამენტო უმრავლესობა “რუსთავი2”-თან დაკავშირებით განცხადებას ამზადებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძე დასახელდა

საპარლამენტო უმრავლესობა “რუსთავი2”-თან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ამზადებს. როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა, ეს განცხადება ორშაბათს გახდება ცნობილი.
“ვამზადებთ განცხადების ტექსტს უმრავლესობის სახელით, რომელსაც ორშაბათს გაგაცნობთ. ეს ეხება “რუსთავი 2″-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ეს არ იქნება საგანგებო განცხადება, ეს იქნება რამდენიმე საათში მომზადებული განცხადება, სადაც სრულყოფილად იქნება დაფიქსირებული ჩვენი პოზიცია”, – აღნიშნა კვაჭანტირაძემ.
რაც შეეხება საკითხს, რომ იმ დროს როდესაც განცხადებას ამზადებს უმრავლესობა, რატომ ამბობს პრეზიდენტთან კონსულტაციებზე უარს, როგორც გვაჭანტირაძემ განმარტა, განცხადება ეხება “რუსთავი2”-ს, პერზიდენტი კი კონსულტაციებს მართავს კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის საფრთხის შესახებ, რაც უსაფუძვლოა.
“პრეზიდენტის დაპატიჟების მოტივი იყო, რომ კონსტიტუციურ წყობილებას შეიძლება რაღაც საფრთხე დაემუქროს. განცხადება კი ეხება “რუსთავი2″-ს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდოინარე ჩვენ ერთსულოვან პოზიციას დავაფიქისრებთ”, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2″ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არც ერთი არ ჩავარდეს იმ დღეში, რა დღეშიც ჩვენ გვაგდებენ”
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ფრანგ ხალხს უთანაგრძნობს