საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად ზვიად კვაჭანტირაძე აირჩიეს

“ქართული ოცნების” ოფისში შეკრებილმა დეპუტატემა საპარლამენტო უმრავლესობის ლოდერად ზვიად კვაჭანტირაძე აირჩიეს. დეპუტატებმა კვაჭანტირაძის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

“გეგმები უპირველესად დაკავშირებულია მუშაობის სტილის შეცვლასთან. ამაზე გარკვეულწილად გვქონდა კონსულტაციები, გვქონდა შეხვედრები სხვადასხვა საინტერესო ადამიანებთან, ვისაც ჭკუა მოეკითხება ამ ქვეყანაში. ვგულისხმობ, პროფესიონალებს, პოლიტოლოგებს. ჩამოყალიბებული მაქვს ის, რის გაკეთებასაც ვაპირებ, ვფიქრობ ცვლილებებს ყველა შეამჩნევს უახლოეს დღეებში”,- განაცხადა კვაჭანტირაძემ.

შეგახსენებთ, რომ კვაჭანტირაძე უმრავლესობის რიგით მეორე ლიდერია. მან დავით საგანელიძე ჩაანაცვლა.

banner
წინა სტატიაშიამირან გიორგაძემ თავი მოიკლა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს შემხვდნენ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე სასაუბროდ