საპარლამენტო უმრავლესობა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გადახედვაზე საუბრობს

საქართველოს პარლამენტმა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო

საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გადახედვა. თუმცა, კონკრეტული საკანონმდებლო წინადადება მა ეტაპზე მათ არ გააჩნიათ.

“ადამიანების ემოციური დატვირთვა და მეორეს მხრივ სათანადო უნარების არქონა ართულებს გადაწყვეტილების მიღებას,” – აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

თავისუფალი დემოკრატების შეფასებით, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის სისტემის შეფასება ერთი საქმით შეუძლებელია.

“მისი შეფასება უნდა მოხდეს ზოგადად არსებული პრაქტიკით. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებები და რეალობა, რაც საქართველოში არსებობს,” – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაშირა აკავშირებს პრემიერ-მინისტრს თემურ ალასანიასა და ირაკლი კოდუასთან?!
შემდეგი სტატია“მათი საქმე არ უნდა იყოს ძროხების საბუთების დევნა,”- ქუცნაშვილი უსაფრთხოების სამსახურზე