საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები დავით უსუფაშვილთან კონსულტაციებს მართავენ

დავით უსუფაშვილის შეფასებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება წინამორბედთან შედარებით ნაკლებად ეფექტურია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან კონსულტაციებს მართავენ.
არსებული ინფორმაციით, კონსულტაციების თემა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის აქტუალური საკითხებია. მათ შორის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებულ საკითხს და ამ თემაზე პრეზიდენტის მხრიდან შემოთავაზებულ კონსულტაციას ეხება.
როგორც უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე აცხადებს, ის პირადად მზად არის, პრეზიდენტთან კონსულტაციისთვის. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია კონსულტაციის რა ფორმას შესთავაზებს დეპუტატებს თავად პრეზიდენტი.
“მზად ვარ, პრეზიდენტთან მივიდე და შევხვდე, როდესაც ის იტყვის. მე ხომ არ ვეტყვი, აქ ვარ, მოვედი. როცა მეტყვიან, მზად ვარ, შევხვდე მას. ასევე მნიშვნელობა აქვს, როგორ ფორმატს შემოგვთავაზებს პრეზიდენტი, ჩემი პოზიციაა, რომ პრეზიდენტმა უნდა შემოგვთავაზოს კონსულტაციების კონკრეტული ფორმატი. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება მან თქვას, რომ მომეცით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის გვარები და მე ამოვარჩევ კანდიდატურას, ან გვითხრას, რომ გვარებს მე მოგცემთ და თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით საგანელიძემ.

banner
წინა სტატიაშიიური ვაზაგაშვილს რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილთან ჰქონდა შეხვედრა
შემდეგი სტატია23 წლის პალესტინელმა მძღოლი და თვრამეტი მგზავრი დანით დაჭრა