საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სათევაოდ წასული ორი პირი გაიტაცეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ორი პირი გაიტაცეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოში აცხადებენ, ოკუპანტებმა ორი პირი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავეს.

შემთხვევა ქარელის რაიონში სოფელ დვანში მოხდა, სადაც გატაცებულები სავარაუდოდ სათევზაოდ იმყოფებოდნენ. მათი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია, ოჯახის წევრებს ჯერ-ჯერობით არავინ დაკავშირებია. გატაცებულები სავარაუდოდ ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.

სუს-ის ინფორმაციით მომხდარის დეტალების გარკვევის მიზნით ამოქმედებულია ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი.

banner
წინა სტატიაშიჩინელი მწერალი: მაქსიმალურად ვცდილობ ჩინეთის მოსახლეობას გავაცნო ქართული ღვინის კულტურა
შემდეგი სტატია“ჯეოსელი” ახალი მფლობელის მოლოდინშია