სანქციების მიუხედავად კობზონს ევროკავშირის ვიზა მისცეს

არ მიუმართავს

არ მიუმართავსმომღერალმა და რუსეთის დუმის დეპუტატმა იოსეფ კობზონმა, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ შემოღებული სანქციების მიუხედავად, ევროკავშირის ვიზა აიღო. იგი 9 სექტემბერს სამკურნალოდ გაემგაზვარება ევროპაში – ამის შესახებ იტყობინება რუსული მედია.
“მადლობელი ვარ პუტინის. მისი ჩარევით მე სამედიცინო ვიზა მომცეს” – განაცხადა კობზონმა.

კობზონს 7 წლის წინ კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

მიმდინარე წლის თებერვალში ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა რუსეთის მოქალაქეების “შავი სია” გააფართოვეს, რომელთაც სავიზო და საბანკო მომსახურება შეეზღუდებათ ევროკავშირის ქვეყნებში.
რუსეთის საგარეო უწყებამ სიას არალოგიკური უწოდა.

ივლისის ბოლოს კობზონის მიერ გაკეთებულმა მოწოდებამ, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა ყირიმის დასახმარებლდა ფულის შეგროვება იმისთვის, რომ ავადმყოფ ბავშვებს დახმარებოდნენ, სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
კობზონმა განაცხადა, რომ მას პუტინისთვის ვიზის მისაღებად არ მიუმართავს.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა უკრაინასთან “კავკასიის” და “ყირიმის” პორტებიდან გადაზიდვებზე ხელშეკრულება გააუქმა
შემდეგი სტატიამე-5 სართულიდან 3 წლის ბავშვი ლიფტის შახტაში ჩავარდა