სანკტ პეტერბურგში ნეონაცისტების ფორუმი რუსეთის ხელისუფლების მოწყობილია

Z7axCEFt_RYსანკტ პეტერბურგში დღეს გამართულ ფორუმთან დაკავშირებით, რუსულ სოციალურ ქსელებში და დამოუკიდებელ მედიაში დღის ბოლოს დაიწყო ინფორმაციებმა გავრცელება…

ფორუმი, რომელსაც რუსი ჟურნალისტის ლეონიდ რაგოზინის განმარტებით დაფინანსებაზე ეტყობა, რომ რუსეთის ხელისუფლების დახმარებითაა მოწყობილი, სანკტ პეტერბურგის სასტუმრო ,,ჰოლიდეინ,,ში იმართება და მისი სახელწოდებაა ,,საერთაშორისო რუსული კონსერვატიული ფორუმი,,

golden_dawnფორუმის ოფიციალურ ორგანიზატორებად რუსული ნეონაცისტური პარტია ,,როდინა,,  და ,,რუსული ნაციონალური კულტურის ცენტრი,, ითვლება, ხოლოს სტუმრებად კი, რამდენიმე ევროპული ულტრამემარჯვენე  ნეონაცისტური ორგანიზაციები არიან, ისეთები როგორიცაა ბერძნული ,,ოქროს განთიადი,, შვედური ,,შვედების პარტია,, იტალიური ,,ნაციონალური დემოკრატია,, ბულგარული ,,შეტევა,, და სხვები.

CAsm6JDUUAAhcziსასტუმროსტან ახლოს, სადაც ნეონაცისტების შეკრება ტარდება, საპროტესტო აქცია მოაწყო ანტიფაშისტური ორიენტაციის 40-მდე აქტივისტმა, რომელთაც ფორუმის ჩატარება გააპროტესტეს, თუმცა პოლიციამ ისინი მალევე დაშალა და ზოგიერთი მათგანი დააკავეს კიდეც…

გავრცელებული ინფორმაციით, ნაცისტების ფორუმი, რომელიც მსოფლიოში პირველად ტარდება, რუსეთის ხელისუფლების და პირადად სერგეი ლავროვის პატრონაჟითა ტარდება… რაც ფორუმის მონაწილეთა მიერ  ანტი-ისლამისტურთან ერთად, ანტი-ამერიკული და ანტი-ნატოური განცხადებებითაც დასტურდება.

948045რუსი ბლოგერები და დამოუკიდებელი რუსი ჟურნალისტები, ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავის აღნიშვნამდე თვენახევრით ადრე, რუსეთში მსგავსი ნაცისტური ფორუმის აღნიშვნას, რუსეთის ხელისუფლების დიდ სირცხვილად და ორმაგი სტანდარტების აფიშირებად განიხილავენ. რუსეთის ხელისუფლება, რომელიც უკრაინელებს ადანაშაულებდა ფაშიზმში, ტავად მასპინძლობს ფაშისტურ ფორუმებს, აცხადებენ რუსი უფლებადამცველები.

თავად რუსეთის სახელისუფლო ელიტა… ამ დრომდე ფორუმთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ და მხოლოდ ილუზია-ეკა ბესელია
შემდეგი სტატიაესკლუზივი: ბიზნესმენ თემურ თორდიას შემზარავი ფოტოები