„სანამ საბოლოოდ არ აღმოვაჩენთ ვეფხვს, მანამდე ჯობია, რომ სიფრთხილე გამოვიჩინოთ“

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზოოპარკიდან გაქცეული მტაცებელი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში მოქალაქეებმა 112-ს შეატყობინონ ინფორმაცია.

პრემიერმა მტაცებელი ცხოველების ქალაქში შესაძლო არსებობის შესახებ დღეს საგანგებო შტაბის სხდომაზე ისაუბრა და ზოოპარკის დირექტორ ზურაბ გურიელიძისგან ამ საკითზე ბოლო ინფორმაცია მიიღო.

„ვინაიდან დადასტურებული ინფორმაციით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენიმე ცხოველი, ერთი ან ორი, მაღალი ალბათობით არის ჯერ კიდევ ზოოპარკის საზღვრებს მიღმა, ანუ ქალაქში, მინდა მოსახლეობას მოვუწოდო – ასეთი ცხოველის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ, რომ დაუყოვნებლივ შეატყობინოთ 112-ს, დარეკოთ 112-ზე და გამოიძახოთ შესაბამისი ჯგუფი. უკვე გომელაურის უწყება უზრუნველყოფს, რომ დროულად მოხდეს ადგილის შემოწმება და დათვალიერება“, – განაცხადა ღარიბაშილმა.

როგორც ზურაბ გურიელიძემ აღნიშნა, ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი ერთი ვეფხვი და ერთი აფთარი. მისი განმარტებით, ეს არის ჩვეულებრივი ზოლიანი ვეფხვი, ახალგაზრდა, მაგრამ ზომებით უკვე მოზრდილი.

„ერთი ვეფხვი და ერთი ზოლებიანი აფთარის ადგილსამყოფელი უცნობია. მინდა საზოგადოება დავამშვიდო და გითხრათ, რომ ზოლებიანი აფთარი არ გახლავთ მტაცებელი ცხოველი. ის მცირე ზომის მტაცებელია. მიუხედავად ამისა, მისი დაჭერა არავინ უნდა სცადოს და შესაბამისად უნდა იქნას შეტყობინება გაგზავნილი. რაც შეეხება ვეფხვს, ალბათ აქ უმჯობესი იქნება, რომ მოქალაქეებმა თავი შეიკაონ დახურულ, ბნელ ადგილებში შესვლისაგან. ღია ადგილებში ის ნაკელბად გამოჩნდება“, – განაცხადა გურიელიძემ.

მისივე განმარტებით, ვოლიერები ჯერ კიდევ ლაფით არის სავსე და მათი გაწმენდის შემდეგ საბოლოოდ დადგინდება ცოცხლაია თუ არა ვეფხვი.

„მანამ, სანამ ჩვენ საბოლოოდ არ ღამოვაჩენთ ვეფხვს, მანამდე ჯობია, რომ სიფრთხილე გამოვიჩინოთ და მოსახლეობა იყოს ფხიზლათ. თუ რამე საეჭვოს შენიშნავთ, გთხოვთ რომ შეგვატყობინოთ და 112-ზე დარეკოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენელს კითხავს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – მდინარე ვერეს დინება შეიცვალა