“სანამ ივანიშვილი ქაჯანასავით არ დასძახებს წადითო, მანამდე ფეხის გამდგმელი არავინაა” – პავლე კუბლაშვილი

"კურიერთან"„ჩვენ არსებული მდგომარეობიდან გამოსავლის გეგმა გვაქვს–განაცხადა “კურიერთან” „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთმა წარმომადგენელმა პავლე კუბლაშვილიმა. მისივე თქმით ძალიან მარტივი, კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი. დღემდე თუ რამე გვინახავს ეკონომიკური გუნდისგან და მთავრობისგან, ეს იყო მხოლოდ ჯიბრის პოლიტიკა. იმედი გვაქვს, რომ ადრე თუ გვიან, ვიღაც მაინც გაიგონებს. იცოდნენ მაინც, რომ არსებობს აქედან გამოსავალი, თორემ ამ ეკონომიკური გუნდის პირობებში, ამ პრემიერის გუნდის პირობებში, ამ საპარლამენტო უმრავლესობის პირობებში რა უნდა ვილაპარაკოთ?! მთვარობის ეკონომიკურ გუნდს მომავალი არა აქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ისინი არ გადადგებიან. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ. ისინი არიან ანგარიშვალდებულები მხოლოდ ერთი ადამიანის – ბიძინა ივანიშვილის წინაშე. სანამ ბიძინა ივანიშვილი ქაჯანასავით არ დაუძახებს, წადით სახლშიო, ისინი ფეხის გამდგმელები არ არიან, “ – ამბობს პავლე კუბლაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმთავრობა აღმოჩნდა უუნარო–დავით ონოფრიშვილი
შემდეგი სტატია“მთავრობას შემუშავებული აქვს არსებული ვითარებიდან გამოსვლის გეგმა, თუმცა სწრაფი შედეგის მომტანი არ იქნება”–გიორგი კაკაურიძე