„სანამ ივანიშვილი აკონტროლებს ჩვენი ქვეყნის მართვას, ეკონომიკის ნგრევა გაგრძელდება”, – გიგა ბოკერია

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ლევან ყიფიანის გადადგომას გამოეხმაურნენ ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ღარიბაშვილის მთავრობის წასვლას  საზოგადოების უდიდესი ნაწილი მოითხოვდა.

„სანამ ივანიშვილი აკონტროლებს ჩვენი ქვეყნის მართვას, მანამდე გაგრძელდება ეკონომიკის ნგრევა, უმუშევრობის და კრიმინალის ზრდა, სიღარიბის ზრდა და ლარის ვარდნა, ამიტომ ჩვენ გვჭირდება ტექნიკური და კომპეტენტური მთავრობა, რომელიც შეაჩერებს ამ ნგრევას და დაიწყებს ჩვენ მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის განხორცილებას და მოამზადებს ქვეყანას არჩევნებისთვის,“ – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაში„მინისტრების დასანიშნად პრემიერს ექსკლუზიური უფლება აქვს“, – დავით უსუფაშვილი
შემდეგი სტატია“თითოეული პასუხისმგებლობის მქონე დეპუტატის ვალია, არ დაუშვას ბიძინა ივანიშვილის მორჩილი მთავრობის დამტკიცება,” – გივი თარგამაძე