“სანაია 10 წლის მანძილზე ამ საქმით, რომ დაინტერესებულიყო უფრო სერიოზულ განცხადებებს გააკეთებდა”- ხიდაშელი ვახო სანაიას პასუხობს

“არ ვაკეთებ კომენტარს, სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს. სანაია 10 წლის მანძილზე ამ საქმით რომ დაინტერესებულიყო უფრო სერიოზულ განცხადებებს გააკეთებდა,”- ეს განცხადება გორში თავდაცვის მინისტრმა გააკეთა.

თინა ხიდაშელს ჟუნრალისტებმა ვახო სანაიას კომენტარის შეფასება სთხოვეს.

რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტი ვახო სანაია აპროტესტებდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად სერგო ძაგნიძის დანიშვნის ფაქტს.

როგორც სანაია ამბობს, ძაგნიძე მისი ძმის მკვლელობის საქმის გამოძიებაში მონაწილეობდა. ჟურნალისტის თქმით მას არ სჯერა გამოძიების შედეგების.

“ჩვენი ოჯახი უკვე მეთოთხმეტე წელია, ყველა ხელისუფლებისგან მოითხოვს ამ საქმის გამოძიებას. ეს საქმე დღემდე გაუხსნელია. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლების პირობებშიც ამ მთავარმა პროკურატურამაც უარი თქვა ხელახალ გამოძიებაზე. რაც შეეხება ბატონ ძაგნიძეს, მას მინდა ვუთხრა, რომ ამ საქმის ხელახალი გამოძიება აუცილებლად დაიწყება. უფრო ადრე, ვიდრე გვიან. ძაგნიძე კი, სხვებთან ერთად, ერთ-ერთი პირველი იქნება, ვისაც მოუწევს, აუხსნას გამომძიებლებს, სასამართლოსა და საზოგადოებას, როგორ ,,გახსნა” 2001 წელს გიორგი სანაიას მკვლელობის საქმე,”- წერდა ვახო სანაია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ტელეწამყვანი გიორგი სანაია საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტრო ISAF-ის მისიაში დაჭრილი ჯარისკაცის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
შემდეგი სტატია“ის იცავდა მშვიდობას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში”-პრემიერი რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს