სამხრეთ ოსეთში იმ მიწების აზომვები მიდის, რომლითაც ხალხი არ სარგებლობს

ICC-ის პროკურორი აპირებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დანაშაულთა გამოძიებას

ICC-ის პროკურორი აპირებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დანაშაულთა გამოძიებასე.წ. ცხინვალის ადმინისტრაციამ შვიდი საჩივარი შეიტანა მიწის ნაკვეთების ჩამორთმევის შესახებ, რომელიც მოქალაქეებს განუსაზღვრელი ვადით გადაეცა იმისათვის, რომ ის მათ მშენებლობებისთვის გამოეყენებინა.
90-იანი წლებიდან მოყოლებული ქალაქში ბევრი ისეთი მიწა იყო, სადაც ან შენობა არ იდგა, ან ნაგებობა დანგრეული იყო, რომელიც მჭიდროდ მცხოვრებ ოჯახებს გადაეცა.

ქალაქის ადმინისტრაციასთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, მიწის მიმღებები ვალდებული იყვნენ სამი წლის მანძილზე მიწა დანიშნულებისამებრ გამოეყენებინათ.

ქალაქის ადმინისტრაცია, როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მოქალაქეებთან დათმობაზეც წავიდა და მათ მოთხოვნების ვადებიც გადაუწია, მაგრამ საბოლოოდ, რადგანაც მეორე მხარემ ხელშეკრულების პირობები არ შეასრულა, გადაცემული მიწების ჩამორთმევა დაიწყო. ერთი საჩივარი ქალაქის ადმინისტრაციის სასარგებლოდ დასრულდა. სხვა საქმეების განხილვა კი მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინი:”რუსეთს არავითარი სურვილი არ გააჩნია იმპერიის აღსადგენად”
შემდეგი სტატიაასტრონავტმა კოსმოსში ჩაწერილი მუსიკალური ალბომი გამოუშვა (ვიდეო)