„სამწუხაროდ, ცოცხლების პოვნის იმედი აღარ გვაქვს“

შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ყველა ტექნიკასთან თითო მაშველია, რათა რაიმე საეჭვოს აღმოჩენის შემთხვევში, მუშაობის გაგრძელება ხელით მოხდეს.

მინისტრის თქმით, სამწუხაროდ, დაკარგულების ცოცხლად პოვნის იმედი აღარ არსებობს.

„ჩვენი სამაშველო სამსახურის ძალები გადართულია ყველა მიმართულებით სამუშაოებზე. უფრო მეტად, მზიურის ტერიტორიაზე ვართ ჩართული, თუმცა სამაშველო ძალები განაწილებულია ყველგან. დიდი ნაწილი ნარჩენებისა, გატანილია, ტექნიკა მუშაობს, ხოლო ცოცხალი ძალა ნაკლებადაა ჩართული“, – განაცხადა გომელაურმა.

მისი თქმით, გარეული ცხოველების ძებნა მიმდინარეობს, თუმცა, მინისტრი ვერ ადასტურებს, ცხოველები ცოცხლები არიან თუ მკვდრები.

„ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ 3 ადამიანი ვერ მოიძებნა ვერც ცოცხალი და ვერც დაღუპული. ყველა ტექნიკასთან თითო მაშველია, რომ თუ რაიმე აღმოჩნდება, გაჩერდეს სამუშაოები და ხელით დაიწყონ დამუშავება. სამწუხაროდ, ცოცხლების პოვნის იმედი აღარ გვაქვს“, – განაცხადა გომელაურმა.

banner
წინა სტატიაში„გული მწყდება, როცა საუბრობენ დააგვიანესო, მით უფრო, რომ ერთი მაშველი დაიღუპა“
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძე ადასტურებს, რომ თბილისმა რუსეთს დახმარებაზე უარი უთხრა