სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს ტობა-ვარჩხილის მარშრუტზე – მაშველები 33 წლის მამაკაცს ეძებენ

ანალოგიური სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს ტობა-ვარჩხილის მარშრუტზეც.
მაშველები უკვე მეოთხე დღეა ეძებენ 33 წლის გიორგი მუჩიაშვილს. ის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

დაკარგულის დედის თქმით, მან ერთ-ერთ ტბასთან გაჩერება გადაწყვიტა, რის შემდეგაც მეგობრებმა მისი მოძებნა ვეღარ შეძლეს.

ადგილზე სამაშველო ჯგუფებთან ერთად მუჩიაშვილის მეგობრებიც იმყოფებიან. მაშველები 4 ჯგუფად არიან დაყოფილები და დაკარგულს სხვადასხვა პერიმეტრზე ეძებს.

banner
წინა სტატიაშისენაკის რაიონში დაკარგული მამაკაცის სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა
შემდეგი სტატიაყვარელში 30-ზე მეტი ადამიანის მწვავე ინტოქსიკაციის სავარაუდო მიზეზი წყალია