სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩააბარეს

სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს. მოსახლეობამ წარმოადგინა და ნებაყოფლობით ჩააბარა 9 გადაჭრილი თოფი, სხვადასხვა ტიპის 97 ხელყუმბარა, სხვადასხვა კალიბრის 5 ათას 173 საბრძოლო ვაზნა და სხვადასხვა ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 11 მჭიდი.

სულ მოქალაქეებმა სხვადასხვა კალიბრის 5 ათას 173 საბრძოლო ვაზნა, 9 გადაჭრილი თოფი, სხვადასხვა ტიპის 97 ხელყუმბარა, 16 ამფეთქი მოწყობილობა, 1 რევოლვერი, 9 სასიგნალო რაკეტა, 1 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა, ყუმბარმტყორცნის 2 ჭურვი, 2 ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი და სხვადასხვა ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 11 მჭიდი ჩააბარეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი: მე არ შევცვლილვარ… შეიცვალა გარემოებები…
შემდეგი სტატიასაოკუპაციო ზოლის მიმდებარე 3 სოფელი 24 საათიან წყალმომარაგებას მიიღებს