სამტრედიაში 70 წლის ქალი მატარებელს შეუვარდა

სამტრედიასთან, მატარებლის შეჯახების შედეგად გარდაცვლილი 70 წლამდე ასაკის ქალია.   საქართველოს რკინიგზის დასავლეთ რეგიონის მოძრაობის უსაფრთხოების ინსპექციის უფროსის რობერტ ამაღლობელის ინფორმაციით, გარდაცვლილის ვინაობა უცნობია.

მოხუცს თან პირადობის დამადასტურებელი არანაირი საბუთი არ გააჩნია. მისივე ინფორმაციით, მატარებლის მემანქანემ ქალი შეამჩნია და მატარებლის შეჩერებას შეეცადა, თუმცა ქალი ლიანდაგებიდან არ გადავიდა. შემთხვევა 18.20 საათზე მოხდა.
აღნიშნული ფაქტის გამო, მატარებელი გაჩერებულია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით  მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე
შემდეგი სტატიალიბიაში ტერორისტებმა რადიოსადგურები, ტელეარხები, და სახელმწიფო დაწესებულებები დაიკავეს