სამტრედიაში, “ჯეოჰოსპიტალის” მთავარი ექიმი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

სამტრედიაში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით “ჯეოჰოსპიტალის” მთავარი ექიმი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავების ფაქტს ადასტურებს.
შსს-ს ინფორმაციით,  “ჯეოჰოსპიტალის” მთავარი ექიმის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა გასაღებას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7-14 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

banner
წინა სტატიაში12 შვილის დედა ქუთაისის მერიასთან თავის დაწვით იმუქრება
შემდეგი სტატიაგიორგი გაბაშვილი: გვინდა ახლავე მოვუწოდოთ პარლამენტის თავმჯდომარეს შედგეს ასეთი შეხვედრა