„სამი საავადმყოფო კერძო სახელმწიფო პარტნიორობის მძლავრ ჰოლდინგად ჩამოყალიბდება“

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ონოკოლგიურ, ბავშვთა ინფექციურ და რესპუბლიკურ საავადმოყოფოებს რემონტი უტარდებათ, რაშიც საპარტნიორო ფონდიც არის ჩართული.

დავით სერგეენკოს თქმით, უწყება უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს კონკურსს, რომელთან დაკავშირებითაც ინტერესს ათზე მეტი მსხვილი ინვესტორი იჩენს.

„საპარტნიორო ფონდი გვეხმარება ამ პროექტის მართვაში, მათ აქვთ დიდი გამოცდილება. სამი საავადმყოფო კერძო სახელმწიფო პარტნიორობის მძლავრ ჰოლდინგად ჩამოყალიბდება. ჩვენ უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ კონკურსს, დაინტერესება მართლაც ძალიან დიდია, ამ პროექტში მონაწილეობით ათზე მეტი მსხვილი ინვესტორია დაინტერესებული და უკვე ზაფხულის დასაწყისში უკვე პირველი შედეგები გვექნება“,-განაცხადა სერგეენკომ

ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რომ პროცესში საპარტნიორი ფონდი პროექტის მენეჯმენტის კუთხით მონაწილეობს, რადგან ასეთი ტიპის ქონებრივი მართვის ვალდებულებების განხორციელების კუთხით მათ ბევრად მეტი გამოცდილება აქვთ.

banner
წინა სტატიაში“ბიუჯეტის კორექტირება მხოლოდ ადმინისტრაციულ ხარჯებს შეეხება”
შემდეგი სტატიასაპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თურქეთის და ბანგლადეშის მოქალაქეები დააკავეს