“სამი დაკარგული ადამაიანი, შესაძლოა, მინგეჩაურის ე.წ. წყალსაცავში იქნეს აღმოჩენილი”

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სტიქიის დროს დაკარგულ სამ ადამიანს აზერბაიჯანშიც ეძებენ.

როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამძებრო სამუშაოები აქტიურად გრძელდება და ნაპოვნია სტიქიის დროს დაკარგული საპატრულო მანქანა.

„ყველა ვხედავთ, რომ სამაშველო სამსახურები და სხვადასხვა დანაყოფები, ასევე, მძიმე ტექნიკა მაქსიმალურად ჩართულები არიან. დღეს იქნა აღმოჩენილი ჩვენი საპატრულოს მანქანაც, ასევე, დაკარგული იყო და ვიპოვეთ. რაც შეეხება სამ დაკარგულ ადამიანს, გვქონდა აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკება, საუბარი, რომ შეიძლება მტკვარს ჰქონდეს წაღებული და იყოს ე.წ. მინგეჩაურის წყალსაცავში აღმოჩენილი. იქ მაშველები ჩართულები არიან და იქ ეძებენ. თუ რამეს აღმოაჩენენ, აუცილებლად გვაცნობებენ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშიქრთამის აღების ფაქტზე ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს
შემდეგი სტატიაპრემიერი ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საკითხებში მთავრობის სპეციალურ მრჩევლს შეხვდა