“სამინისტროების მხრიდან სუპერთასის ბილეთების მოთხოვნაში სენსაციური არაფერია”

ენერგეტიკის სამინისტრო ერთ-ერთი უწყებაა, რომელმაც ოფიციალურად მიმართა ფეხბურთის ფედერაციას სუპერთასის ბილეთების კორპორატიულად შესყიდვასთან დაკავშირებით.

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განმარტებით, აღნიშნული ფაქტი პრობლემას არ წარმოადგენს.

“ეს სიახლე არ არის, ეს ნორმალური პროცესია, რაც ყველა თამაშზე ხდება ხოლმე. ეს არის კორპორატიული ბილეთები, რომლის გამოყოფაც ხდება. დარწმუნებული ვარ ყველა სამინისტრომ მიმართა, აქ რაღაც სიახლე და სენსაციური არაფერია”,- განაცხადა კახა კალაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, თითქმის ყველა უწყებამ, ფეხბურთის ფედერაციას სუპერთასის მატჩზე დადასწრები ბილეთები მოსთხოვა. სახელმწიფო სტრუქტურებმა სულ 2 600 ბილეთი მოითხოვეს, მათ შორის არის თბილისის საკრებულო, რომელმაც 300 ბილეთი მოითხოვა.

banner
წინა სტატიაშიმოკოვში აშშ-ს საელჩოს თანამშრომელი ცემეს და გაძარცვეს…
შემდეგი სტატიახელისუფლებამ ბილეთები უნდა დააბრუნოს–ნიკა მელია