“სამივე მათგანი კომიტეტის ძალიან კარგი თავმჯდომარე იყო, ვისურვებდი თანამდებობებზე დარჩენილიყვნენ”

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის

ხორვატიაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების თანამდებობების დატოვებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

„ჩემი სამივე კოლეგა მუშაობდა თავის თანამდებობაზე. ბატონი ვიქტორი ახლა აქ უნდა იდგას, რადგან დელეგაციის შემადგენლობაში იყო და მან სამწუხაროდ, უარი თქვა წამოსვლაზე. სამივე მათგანი იყო კომიტეტის ძალიან კარგი თავმჯდომარე. ისინი კარგად უძღვებოდნენ თავიანთ საქმეს. ვისურვებდი, რომ ისინი დარჩენილიყვნენ თავიანთ თანამდებობებზე. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ პარლამენტი არ არის მთავრობა, იმ აზრით, რომ პარლამენტი არ არის ყოველთვის ერთი პოლიტიკური ძალის ან ერთი კოალიციის წარმომადგენლების ასპარეზი. მთავრობაში ერთი პოლიტიკური ძალის, ერთი კოალიციის წევრები არიან თანამდებობებზე, მაშინ, როდესაც პარლამენტში ყველა თანამდებობა არ არის დაკავშირებული ადამიანების პოლიტიკურ შეხედულებებთან.

ვიცე-სპიკერის შემთხვევაში, ჩვენს კანონმდებლობაში ჩანაწერი მკაფიოა, თუ როდის შეიძლება ოპოზიციას ჰყავდეს თავისი ვიცე-სპიკერი. ამიტომ მოხდა უმრავლესობის მიერ ზურაბ აბაშიძის გამოწვევა. ამით, პრაქტიკულად შესრულდა რეგლამენტის მოთხოვნა და ეს არ იყო არანაირი რეპრესიული ღონისძიება.
რაც შეეხება კომიტეტების თავმჯდომარეებს, მათი გადაყენების თაობაზე იყო გარკვეული კითხვები, მოსაზრებები, მაგრამ არანაირი სერიოზული მსჯელობა არ გამართულა არც პოლიტსაბჭოზე, არც უმრავლესობის შიგნით. “მოთელვით” მსჯელობებში, მეც და უმრავლესობის ძალიან ბევრი წარმომადგენელი ვთვლიდით, რომ ჩვენ საკითხი არ უნდა დაგვესვა ისე, რომ ისინი წასულიყვნენ თანამდებობიდან. კომიტეტის თავმჯდომარის საქმიანობა იზომება მისი ქმედების და საქმის ავ-კარგიანობით და არა პოლიტიკური კუთვნილებით.

როგორც ჩანს, კოლეგებმა მიიღეს სხვა გადაწყვეტილება. შესაძლოა, ასეთ შემთხვევაში მათი პოლიტიკური საქმიანობა უფრო თავისუფალი და ეფექტური იყოს. მე მათ წარმატებებს ვუსურვებ იმ ასპარეზზე, სადაც მეტ ენერგიას დახარჯავენ. ისინი რჩებიან პარლამენტში და მე პირადად ვაგრძელებ მათთან ისეთივე ურთიერთობას, რაც მქონდა წლების განმავლობაში“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“შეხვედრის მთავარი თემა საქართველოსა და რუსეთს შორის 2011 წელს დადებულ ხელშეკრულება იქნება”
შემდეგი სტატიათბილისის მერიაში მერის მოადგილეების თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ