სამეგრელო სტიქიის ზონაა–რა ხდება ამ წუთებში დასავლეთ საქართველოში

Google-მა მეხის გამო მომხმარებელთა მონაცემები დაკარგა

racha ზუგდიდი,  ფოთი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, – კოკისპირულად წვიმს–ამის შესახებ იტობინება “თაიმერის” კორესპოდენტი სამეგრელოდან.  ამას ემატება ძლიერი ქარი და ჭექა–ქუხილი. უამინდობამ რეგიონის ენერგომომარაგებასაც შეუქმნა პრობლემა. ძლიერი წვიმის შედეგად სამეგრელოში 35 კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზი გაითიშა, რის გამოც 11 სოფელი და ქალაქ ზუგდიდის ერთი ნაწილი ჩაბნელებულია. დენი გათიშულია ანაკლიის საკურორტო ზონაშიც. ელექტროგადამცემი ხაზი რამდენიმე ქვესადგურს ამარაგებდა, რის გამოც ასობით აბონენტს ელექტროენერგია არ მიწოდება. ძლიერი წვიმის შედეგად აღდგენითი სამუშაობის დაწყება ვერ ხერხდება.  ენერგო პრო ჯორჯიას ზუგდიდის ფილიალის მენეჯერის  ლერი კაკაურიძის განცხადებით უამინდობის გამო ერთმანეთან ვერ ვახერხებთ დაკავშირებას, ჭექა–ქუხილია, რა გითხრათ?მძიმე მდგომარეობაა რეგიონში.

“ძლიერი წვიმის გამო ფოთში ცენტრალური ქუჩების ნაწილი დაიტბორა. ქალაქს ნაწილობრივ მიეწოდება ელექტროენერგია”–განუცხადა “თაიმერს” ქალაქ ფოთის  ვიცე-მერმა  ნიკოლოზ გრიგოლიამ.მისივე განცხადებით ქალაქის მერიამ  ოცდაოთხასაათიან საგანგებო რეჟიმში დაიწყო მუშაობა. ერთ–ერთ ქვესადგურს მეხი დაეცა, რაც ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი გახდა–აღნიშნა გრიგოლიამ.

 

banner
წინა სტატიაშიბათუმის ქუჩები დაიტბორა
შემდეგი სტატიავიდეო–ჩაბნელებული და დატბორილი ბათუმი