სამეგრელოში 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

წალენჯიხის რაიონის მაზანდარას დასახლების სტადიონზე 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა-ამის შესახებ ” თაიმერი” შემთხვევის ადგილიდან იტყობინებოდა.

შემთხვევა ფეხბურთის თამაშის დროს მოხდა. მოზარდი სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ოჯახის წვერები ექსპერტიზის ჩატარებაზე უარს აცხადებდნენ. მიუხედავად ამისა სამართალდამცველების მოთხოვნით, გარდაცვლილის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს და მიცვალებულს კანონით გათვალისწინებული ექსპერტიზა ჩაუტარდა. პირველადი დათვალიერებით, მას თრომბი განუვითარდა.

ცნობილი გახდა, რომ მოზარდს 3-4 წლის ასაკში გულის უკმარისობის პრობლემები ჰქონდა. მას ოჯახმა შესაბამისი მკურნალობაც ჩაუტარა.

banner
წინა სტატიაში“საქართველო ყველაზე მეტ დახმარებას იღებს ნატოს-გან თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით”
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ვერც კი წარმოიდგენთ პირადად მე, ამ დროში და თმენაში გაწელილ დაფასებას როგორ განვიცდი