სამეგრელოში ძლიერმა ქარმა თხილის მოსავლის 50% გაანადგურა

უამინდობით გამოწვეულმა ძლიერმა ქარმა სამეგრელოს რეგიონი დააზარალა. როგორც “თაიმერთან” საუბარში რაიონებში მცხოვრები ადგილობრივები აცხადებენ, ქარმა თხილნარის ნაყოფი ჩამოყარა, რის გამოც ადგილობრივებს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა.

ცნობილია, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები შექმნილ ვითარებას სწავლობენ, მიმდინარეობს ზარალის დათვლაც. ზუსტი ოდენობის დადგენის შემდეგ კი მონაცემები ცენტრალურ მთავრობას გადაეგზავნება და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, მოხდება თუ არა დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირება. txili 1 txili

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: ბიძინა ივანიშვილმა მოგვატყუა ერთხელ, როდესაც კოჰაბიტაციის რეჟიმი მოგვახვია თავს
შემდეგი სტატიაერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2826 ლარია