სამეგრელოში დედათა მონასტერი გაქურდეს

სამეგრელოში დედათა მონასტერი გაქურდეს

სამეგრელოში დედათა მონასტერი გაქურდესსამეგრელოში დედათა მონასტერი გაქურდეს–ამის შესახებ “თაიმერის” კორესპონდენტი” სამეგრელოდან იტყობინება. 

მონასტრის წინამძღვრის დედა მარიამის ინფორმაციით, მძარცველებმა შემოწირული ძვირფასეულობა წაიღეს, რომლითაც ივერიის ღვთისმშობლის და წმინდა ნიკოლოზის ხატები იყო შემკული. ძარცვა წირვის დროს 10:00-დან 11:00 საათამდე მოხდა, რა დროსაც მონასტერში მორიგეების გარდა არავინ იმყოფებოდა, თუმცა ფაქტი არც მორიგეებს შეუმჩნევიათ.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები უკვე იმყოფებოდნენ. მიმდინარეობს გამოძიება.

კორცხელის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია მდებარეობს ზუგდიდიდან რვა კილომეტრზე – მის ჩრდილო–აღმოსავლეთით, ზუგდიდ–წალენჯიხის გზის მარცხნივ მცირე შემაღლებაზე (ზღვის დონიდან სიმაღლე უდრის 200 მეტრს). ეკლესიის მიდამოებიდან შორს მოჩანს სვანეთ-აფხაზეთისა და სამეგრელოს მთიან-ბორცვიანი და ვაკე ადგილები, კოლხეთის დაბლობის ვრცელი ტერიტორია და შავი ზღვა

 

სამეგრელოში დედათა მონასტერი გაქურდეს

banner
წინა სტატიაშიბუბა კიკაბიძემ უკრაინას თავშესაფარი თხოვა
შემდეგი სტატიაპრიორიტეტი იქნება თანამოქალაქეების კეთილდღეობა და მათზე მუდმივი ზრუნვა