სამეგრელოს რეგიონში თხილის კულტურა გადაშენების გზაზეა-რა დაავადება გაუჩნდა თხილს

Phytoptus-avellanae-zarar-11-e1_agrokavkazge_402თხილის კულტურას სამეგრელო-ზემო სვანეთის მეხილეობის ზონაში 30485 ჰა უჭირავს და მოსახლეობის ძირითადი შემოსავალი სწორედ რომ თხილია. დასავლეთ საქართველოში, ამერიკულ თეთრ პეპელად წოდებულ მავნებელ მწერს, რომელიც მხოლოდ საფოთლე კვირტებს ანადგურებდა და რომლის საბოლოო მოსპობა დღემდე ვერ მოხერხდა, მოსახლეობა ახალი თავზარდამცემი ფაქტის მომსწრე გახდა.

თხილს ტკიპა გაუჩნდა, რომელიც სანაყოფო და საფოთლე კვირტებს გაუჩნდა,რაც თხილის ნერგების საბოლოო განადგურებას იწვევს.გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ, რომ ეს პარაზიტი იყო ის, რომელმაც თურქეთში თხილის კულტურის მასიური განადგურება გამოიწვია. როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, წელს მოსახლეობა თხილის შემოსავალს 30-40 პროცენტით ნაკლებს მიიღებს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი შეწამვლა 15 მაისამდე უნდა მოხერხდეს. გლეხს 1 ჰა-ზე 100 ლარის შხამ -ქიმკატების შეძენა მოუწევს. მისი განმეორება კი აუცილებელია ივნისის თვეში. ანუ გლეხს ერთ სეზონზე შხამ-ქიმიკატების შეძენაზე 200 ლარის დახარჯვა მოუწევს. სანაყოფო კვირტებზე ყველაზე მცირე 3-4 ათასი მოწითალო ფერის ტკიპაა განთავსებული. მის მასიურ გავცელებას თხილზე მაისის შემდეგ ელოდებიან, რომელიც თხილის ნერგის განადგურებას იწვევს.

1502251054254733850
მოსახლეობა აღშფოთებულია მოსალოდნელი საშიშროებით და სთხოვს, როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ მიიღოს ოპერატიული ზომები თხილის კულტურის შეწამვლის პროგრამაში ჩასართავად.
წალენჯიხის სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ვალერი ჭანტურიამ ,,თაიმერთან“ საუბარში აღნიშნა, რომ თხილის კვირტის ტკიპა არის სერიოზული მავნებელი პარაზიტი, რომელიც გავრცელებულია დასავლეთ სუბტროპიკულ რაიონებში, მისი განცხადებით, ტკიპისათვის მკვებავ ობიექტს წარმოადგენს თხილის კვირტები, იგი აზიანებს საფოთლე და საყვავილე ფოთლების ქსოვილის ზედაპირს. კვების (წუწნის) შედეგად, კვირტის შიგნით წარმოიქმნება გალის მსგავსი ღუდუდოები, რომელიც თავდაპირველად ღია მწვანე ფერისაა, შემდეგ ყვითლდება და ბოლოს გაზაფხულზე მოყავისფრო ხდება. მიგრაცია წარმოებს დილის და საღამოს საათებში, თბილ და მზიან ამინდებში, ხოლო წვიმიან ამინდში შეჩერებულია.

11136219_1582070372077964_8962419067072764263_o
ვალერი ჭანტურია თხილის მწარმოებელ ფერმერებს, მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დასავლეთ საქართველოს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, დაზიანებული კვირტებიდან ტკიპების მასიური გამოსვლა მოსალოდნელია 15 აპრილიდან 15 მაისამდე, სწორედ ამ პერიოდში უნდა მოხდეს თხილის კულტურის ქიმიური დამუშავება. მისივე განცხადებით ქიმიური პრეპარატის გამოყენებისას მომუშავე პერსონალი  აღჭურვილი უნდა იყოს სპეც-ტანსაცმლით. აკრძალულია პრეპარატის გაფრქვევა წვიმიან და ქარიან ამინდში

banner
წინა სტატიაშიუმრავლესობა ადეიშვილის საქმეზე პასუხს პროკურატურას სთხოვს
შემდეგი სტატიაყველაზე უცნაური 12 სატუმრო (ფოტოგალერეა)