სამების ტაძრის მღვდელმსახური ნინია კაკაბაძეს პასუხობს

სამების ტაძარი

არქიმანდრიტი ანთიმოზი ჟურნალისტ ნინია კაკაბაძეს მიმართავს.

სამების ტაძრის მღვდელმსახური ჟურნალისტის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის წერდა, რომ სამების ტაძარში “პატრიარქის Birthday party-ა”.

“დილიდან გამაყრუეს ზარებმა”, – წერდა ჟურნალისტი.

“ნინია კაკაბაძეს! ყოვლადწმიდა სამების ტაძარში, პატრიარქის დაბადების დღის ”ფართის’ ზარები არ ყოფილა. ეს ზარები იყო, ჩვეულებრივ კვირას, წირვის დაწყების ზარები. ეჰ, ნინია რამ გაგაბოროტა ესე?!”, – წერს არქიმანდრიტი.

banner
წინა სტატიაშიალილო პრეზიდენტის სასახლეში
შემდეგი სტატიაკრწანისელები ჩინურ კომპანიას სასამართლოში უჩივლებენ