სამების ტაძარში ილია მეორემ ფეხბანვის წესი შეასრულა

ყოვლადწმინდა სამების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ფეხბანვის წესი შეასრულა. ტაძარში საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ უწმინდესი მღვდელმთავრებთან ერთად საკურთხევლიდან გამობრძანდა და საპატრიარქო ტახტზე დაბრძანდა.
არქიდიაკონის სიტყვებზე – “მოძღვარი გიხმობს”, საკურთხევლიდან 12 მღვდელმსახური გამოვიდა. მათ ტაძარში წინასწარ გამზადებულ სკამებთან დაიკავეს ადგილი. პატრიარქმა მათთვის სპეციალური ლოცვა წაიკითხა. ტაძარში წმინდა სახარებიდან ასევე წაიკითხეს ადგილი, სადაც იესო ქრისტეს მიერ 12 მოციქულის ფეხთბანვაზეა საუბარი. შემდეგ 12 მღვდელმსახურს პატრიარქმა ფეხი დაბანა.
ამ წუთებში კი, უწმინდესი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს და დღევანდელ დღეს ულოცავს.
დიდ ხუთშაბათს, სერობაზე წმინდა სახარების მიხედვით, იესო ქრისტემ, 12 მოციქული აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა.

banner
წინა სტატიაშიბრაზილიის რესპუბლიკასთან უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმება ძალაში შედის
შემდეგი სტატიათამარ ბერუჩაშვილი – 9 აპრილი განსაკუთრებული დღეა საქართველოს ისტორიაში