სამებაში მამა ილია კარტოზიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

მამა ილია კარტოზიას ცხედარი ამ დრომდე სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული. ტაძარში იკრიბებიან მოქალაქეები და პატივს მიაგებენ გარდაცვლილს.

სამებაში იმყოფებოდნენ დედაქალაქის მერი დავით ნარმანია და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ მამა ილია კარტოზიას ცხედარს მცხეთაში, სვეტიცხოველში გადაასვენებენ. სამოქალაქო პანაშვიდები სწორედ იქ გაიმართება.

ხვალ კი ცხედარს წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ სადაც მამა ილია კარტოზია წლების განმავლობაში მსახურობდა.

banner
წინა სტატიაშიკიევში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილთა შორის ქართველია
შემდეგი სტატიაისრაელის პრემიერმა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება დაგმო