სამგორის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, თბილისის წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობისთვის, 22 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით,სამგორის სათავე ნაგებობაზე რთულ ტექნიკურ სამუშაოებს ახორციელებს.
ამ მიზნით, 1 ივლისიდან 7 ივლისის ჩათვლით, სამგორის რაიონის ზოგიერთ დასახლებას წყალმომარაგება შემდეგი განრიგის მიხედვით შეუწყდება: 20:00-დან 10:00 საათამდე: დიდ ლილოს, ნასაგურს, წინუბანს, საქნავთისა და ლილოს დასახლებებს, სოფ. გამარჯვებისა და ვარკეთილის მეურნეობის ნაწილს, ვაზიანის სამხედრო ბაზას; ღამის 12 საათიდან (00:00)-დან 08:00 საათამდე და 11:00-დან 20:00 საათამდე: ორხევის, სამხედრო და აეროდრომის დასახლებების ნაწილს, ზემოპლატოსდა ალექსეევკის დასახლებებსა და ზოგიერთ ქუჩას და ღამის 12 საათიდან (00:00)-დან 08:00 საათამდე და 12:00-დან 20:00 საათამდე:ვაზისუბნის მიკრორაიონებს და ვარკეთილის IV მ/რაიონის მე-3 კვარტალს.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მომხმარებლებს ბოდიშს უხდის დისკომფორტისთვის და შეეცდება ტექნიკური სამუშაოები შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაარაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაუშვეს