სამარცხვინო და ამორალური მითი ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით დასრულდა–ნუგზარ წიკლაური

1411131642_nugzar-ciklauri-1“სამარცხვინო და ამორალური მითი ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით დასრულდა”–ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნას.
როგორც ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს FBI დასკვნის გამოქვეყნება ნათელს ჰფენს სიკვდილის გარემოებათა უკლებლივ ყველა დეტალს.
ახლა უკვე ყველასთვის არის ცნობილი, თუ რა მიზეზით არ საჯაროვდებოდა ეს გარემოებები წლების განმავლობაში
აქ სხვა არის უმთავრესი: ოჯახის წევრები და ქართული ოცნების ლიდერები, რომელთაც ეს ყველაფერი იცოდნენ და მაინც უტიფრად საუბრობდნენ შეკვეთილ მკვლელობაზე, ახლა რას გრძნობენ? რას მიაღწიეს?
ღირდა მათი დეპუტატობა, ან სხვა ნებისმიერი პოლიტიკური წარმატება ამად?
ან ჩვენი ხალხი რას გრძნობს, ხალხი, რომელსაც თავზარდაცემი უნამუსობის მთავრობა ჰყავს?–წერს წიკლაური

banner
წინა სტატიაშიჟვანიასა და იუსუპოვის გარდაცვალების ადგილზე მათ შორის არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის სცენა დადგეს-გოგლა ჟავნია
შემდეგი სტატია“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს