“სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა გავაქტიურდეთ “

ვის დაემუქრა ღარიბაშვილი კოალიციიდან გაშვებით

სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით ჩვენ უნდა გავაქტიურდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრი პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტის მიერ წინა ხელისუფლების დროს ქონების უკანონო ჩამორთმევის ხუთი ფაქტის გახსნის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაზარალებულებისთვის ავტომობილების უკან დაბრუნების საკითხზე მთავრობა დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებს.
“დღეს ვიმსჯელებთ კონკრეტული პირებისთვის იძულებით ჩამორთმეული ქონების უკან დაბრუნების საკითხზე. ამ კუთხით ინტენსიურად იმუშავა მთავრობამ და პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა და დღეიდან უკვე დავიწყებთ ქონების უკან დაბრუნების საკითხის განხილვას. როგორც ვიცი, რამდენიმე ავტომობილის დაბრუნებაზეა საუბარი. რა თქმა უნდა, ეს ვერ შეეხება წინა წლების განმავლობაში წინამორბედი ხელისუფლების დროს დაზარალებულ ყველა ადამიანს, თუმცა პროცესი დაწყებულია და ის მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ. სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა გავაქტიურდეთ და კარგია, რომ პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პროკურატურამ გუშინ მოქალაქეთა ქონების იძულებით ჩამორთმევის ხუთი ფაქტი გახსნილად გამოაცხადა. პროკურატურის ინფორმაციით, 2010 წელს დაზარალებულ 4 მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული ავტომანქანები უკან დაუბრუნდება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: იდეა არის შემდეგი, რომ თბილისის აეროპორტს დაერქვას რუსთაველის სახელობის აეროპორტი
შემდეგი სტატიათბილისის მერიაში საგანგებო თათბირი იწყება