სამართალდამცველებმა 14 წლის დავით ლურსმანაშვილი იპოვეს

სამართალდამცველებმა 14 წლის დავით ლურსმანაშვილი თბილისის ზღვაზე იპოვეს. როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბავშვი უვნებელია და იგი რუსთავში, მშობლებთან მიიყვანეს.
14 წლის დავით ლურსმანაშვილს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.
დავით ლურსმანაშვილის დედის ნათელა ბერაძის თქმით, შვილი ბოლოს მან რუსთავში, ,,სტამბულის ბაზრის” ტერიტორიაზე ნახა, სადაც შვილმა კომპიუტერულ ცენტრში სათამაშოდ შესასვლელად 1 ლარი სთხოვა და ერთ საათში დაბრუნებას დაპირდა, თუმცა უკვე მე-8 დღეა ბავშვი არ ჩანდა. ოჯახმა დახმარებისათვის პოლიციას მეორე დღესვე მიმართა. ბერაძის განმარტებით, დათო სახლში ერთი ღამით სხვა დროსაც არ დაბრუნებულა, ის კომპიუტერულ ცენტრში სათამაშოდ რჩებოდა, მაგრამ მშობლების მკაცრი აკრძალვის შემდეგ იქ აღარ დარჩენილა, ასე დიდხანს კი არასდროს გაუჩინარებულა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს
შემდეგი სტატიასაოკუპაციო ზოლთან მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს