სამართალდამცველებმა პოლიციელის სავარაუდო მკვლელის ტანსაცმელს მიაგნეს

სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის დროს პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ავტომობილს მიაგნეს. არსებული ინფორმაციით ნაპოვნია ტანსაცმელიც, რომელიც მიმალვაში მყოფ პირს ეკუთვნის.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ავტომობილს წულუკიძის ქუჩაზე მიაკვლიეს. ავტომობილის საქარე მინაზე რამდენიმე ნატყვიარია აღმოჩენილი.არსებული ინფორმაციით აღმოჩენილია ასევე პარიკი და რამდენიმე მასრაც.

როგორც ჟურნალისტებს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა განუცხადეს, ტანსაცმელი გაქცევის დროს შესაძლოა მკვლელმა დატოვა.

ეჭვმიტანილი სავარაუდოდ სწორედ წულუკიძის ქუჩიდან გადავიდა კალოუბნის ქუჩაზე, რის შემდეგაც უკვე ავტობაზრობის ტერიტორიაზე ჩავიდა.კალოუბნის ქუჩაზე, ექსპერტები აგრძელებენ მუშაობას ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე, სადაც სავარაუდო ეჭვმიტანილი იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშირომის პაპმა მორწმუნეებს აღდგომა მიულოცა
შემდეგი სტატია“… და მერე წავალ უმისამართოდ” – რა დაწერა მოკლულმა პოლიციელმა “ფეისბუქში” უკანასკნელად