სამართალდამცველებმა მთავარ პროკურატურასთან აქცია-პერფორმანსის მონაწილეებს ზაზუნები ჩამოართვეს

სამხედრო მოსამსახურემ 5 წლის ბავშვი გააუპატიურა

მთავარ პროკურატურასთან მოძრაობა “სახალხო სამართალს” სამართალდამცავებმა აქცია-პერფორმანსის გამართვის საშუალება არ მისცეს და ზაზუნები ჩამოართვეს.
მოძრაობა “სახალხო სამართალი” მთავარ პროკურატურასთან აქცია-პერფორმანსის გამართვას აპირებდა, რომლის დროსაც ორგანიზაციის წევრები გეგმავდნენ პროკურატურის მიმდებარე ტერიტორიაზე ზაზუნების გაშვებას. მათი თქმით, ზაზუნები, ანუ ვირთხები არის ერთგვარი სახე პროკურატურის იმ თანამშრომლებისა, რომლებიც ნაციონალური რეჟიმის დროს სისხლიან საქმეებს ასრულებდნენ და რომლებიც მათივე თქმით, დღემდე არიან შემორჩენილი პროკურატურაში და მფარველობენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათ ლიდერებს.
აქციის დაწყებამდე სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს ის ზაზუნები ჩამოართვეს, რომლებიც პროკურატურის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა გაეშვათ. მოძრაობა “სახალხო სამართლის” წევრები პოლიციის თანამშრომლებისგან ზაზუნების ჩამორთმევის მიზეზის დასახელებას მოითხოვდნენ, თუმცა ჩამორთმევის მიზეზები პოლიციელებს არ განუმარტავთ.
მომხდარი ინციდენტის შემდეგ “სახალხო სამართლის” წევრებმა პროკურატურასთან საპროტესტო აქცია მაინც გამართეს. მათ პროკურატურასთან ბანერებიც ჰქონდათ მიტანილი, სადაც პროკურორ გიორგი ბადაშვილის გადადგომას, ასევე დამნაშავე პროკურორების დასჯასა და სამართლიანობის აღდგენას ითხოვდნენ.

banner
წინა სტატიაშიპარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაპარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”‘არჩევნებისთვის მზადებას იწყებს