“სამართალდამცავთა დაცვის ლიგის” დაპატიმრებული წევრები განცხადებას ავრცელებენ

“სამართალდამცავთა დაცვის ლიგის” დაპატიმრებული წევრები განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იასონ მილაძეზე, ალექსანდრე ციმაკურიძეზე, ზურაბ ჯოხაძეზე, დავით ალელიშვილზე, სოსო ჩაკვეტაისა და ალექსანდრე სანიკიძეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება.

“გუშინ, საღამოს, ჩვენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დატყვევებული პოლიციელები: ირაკლი ფირცხალავა, კახა ნაკანი, გიგა გულბიანი, გიორგი ცააძე, ლევან ბეროძე გლდანის მერვე დაწესებულებიდან გადაგვიყვანეს ნომერ მეცხრე , ე.წ მატროსოვის დაწესებულებაში. უკვე ერთი დღის მანძილზე ველით, რომ ჩვენს მეგობრებს იასონ მილაძეს, ალექსანდრე ციმაკურიძეს, ზურაბ ჯოხაძეს, დავით ალელიშვილს, სოსო ჩაკვეტაისა და ალექსანდრე სანიკიძეს გადმოიყვანდნენ ასევე აქ, რაც არ მოხდა. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩვენს მეგობრებზე ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა. წარდგენილი ბრალის მიხედვით, ჩვენ ვართ ერთ იურიდიულ სივრცეში, გამომდინარე აქედან, ჩვენთვის გაუგებარია შეფერხების მიზეზი და კატეგორიულად მოვითხოვთ ჩვენი მეგობრები დაუყოვნებლივ იქნენ გადმოყვანილნი მეცხრე დაწესებულებაში. თუ ხელისუფლება ამას შეუძლებლად მიიჩნევს, ჩვენ მოვითხოვთ – დაგვაბრუნონ ჩვენს მეგობრებთან”,- აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიტროტუარებზე პარკირების 50-ზე მეტი ადგილი უკვე გაუქმებულია
შემდეგი სტატიააშშ-ის მთავარმა ექიმმა აღიარა, რომ სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანას გამოყენება შესაძლებელია