“სამართალდამცავებმა არ უნდა დაუშვან ექსტრემიზმის პროპაგანდა,” – გედევან ფოფხაძე

მმართველი კოალიციის წევრი გედევან ფოფხაძე პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს. ფოფხაძეს მიაჩნია, რომ ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს იმისათვის, რომ არ მოხდეს ექსტრემიზმის პროპაგანდა.

“მსოფლიოშია ეს პრობლემა და მხოლოდ ჩვენთან არ ხდება ასე. სამართალდამცავებმა არ უნდა დაუშვან ექსტრემიზმის პროპაგანდა, ამასთან უნდა მოხდეს საზოგადოების ინფორმირება ამ კუთხით,” – აცხადებს დეპუტატი გედევან ფოფხაძე.

banner
წინა სტატიაში“ეს ადამიანები არც შსს-ში და არც თავდაცვის სამინისტროში არ ირიცხებოდნენ,”- ჯანელიძე უდესიანს პასუხობს
შემდეგი სტატიასასამართლოს ორ თვეში ერთხელ აღკვეთის ღონისძიების გადახედვის ვალდებულება ექნება