სალვადორში საფეხბურთო მატჩის დროს 5 ადამიანი ჩაცხრილეს

სროლის შედეგად, რომელიც სალვადორის ცენტრალურ ნაწილში მოხდა, ხუთი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის თქმით, ინციდენტი დელგადოში მოხდა. ცეცხლის მანქანიდან გახსნეს სათამაშო მოედნის მიმართულებით, რომელიც ღია დარბაზია. დაღუპულთაგან სამი ფეხბურთელია. დანარჩენი ორის ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

პოლიციის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ ფეხბურთელები ადგილობრივი ბანდის წევრები იყვნენ.
ბოროტმოქმედის ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის. პოლიციაში მიიჩნევენ, რომ შესაძლებელია სროლასთან კავშირში იყოს მერა სალვატრუჩას საერთაშორისო ბანდა.

banner
წინა სტატიაშიპესკოვს “არაკანონიერ გამდიდრებაში” სდებენ ბრალს
შემდეგი სტატიანახევარი რუსეთი თანახმაა ინტერნეტი გაითიშოს