სალვადორის ციხეში ჩხუბს 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სალვადორის ციხეში ჩხუბს 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სალვადორის ციხეში ჩხუბს 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლასალვადორის ერთ-ერთ ციხეში დანაშაულებრივ ფრაქცია “ბარრიო 18”-ში ორ ჯგუფს შორის ჩხუბს 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა-ამის თაობაზე წერს გამოცემა La Jornada.

ინციდენტი კოლონიაში მოხდა, რომელიც კესალტეპეკზე მდებარეობს სან-სელვადორის ჩრდილოეთით.
როგორც ამბობენ, დაჯგუფებები “სამხრეთელები” და “რევოლუციონერები” საერთაშორისო დონის დამნაშავეების გაერთიანებაა.

ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, დაღუპულთა გვამები სანაგვე ურნებში იპოვეს. დაწყებულია გამოძიება.
როგორც ციხის გენერალური დირექტორი ამბობს, ჩხუბის მოტივი “გაერთიანების გასუფთავება” იყო.
“ბარრიო 18” “მარა სალვატრუჩისთან” ერთად სალვადორში ყველაზე საშიშ დაჯგუფებებად ითვლება, სადაც დაახლოებით 80-მდე დამნაშავეა გაერთიანებული.
სამართალდამცავების თქმით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან აგვისტოს თვის ჩათვლით დაჯგუფებამ 3332 ადამიანი მოკლა. შარშან ანალოგიურ პერიოდში მათ მოკლეს 2191 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა მინსკს მოუწოდა ოპოზიციონერებს ყველა პოლიტიკური უფლება მისცეს
შემდეგი სტატიაფსიქოლოგებმა მარტოხელების ბედნიერების საიდუმლო ამოხსნეს