“საკუთარ მომავალზე თავად ვიღებ გადაწყვეტილებას”- არეშიძის პასუხი კახა კალაძეს

ვიცე-პრემიერ კახი კალაძის ცოლის ძმა გიორგი არეშიძე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. განცხადება თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, მის მომავალ ხედვებსა და სტრატეგიაში თანამდებობის დატოვება არ ჯდება. არეშიძემ მისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპომთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებსაც უპასუხა. მისი თქმით, მას გააჩნია განათლების დამადასტურებელი დიპლომი და სამართლებრივად უფლება აქვს დაიკავოს თანამდებობა. გიორგი არეშიძე ირწმუნება, რომ წმინდა ნიკოლოზის სახელობის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაამთავრა.რაც შეეხება კახი კალაძის რეკომენდაციას დატოვოს თანამდებობა -არეშიძე ამბობს, რომ აფასებს ღირსეული ადამიანების რეკომენდაციებს, თუმცა როგორც დამოუკიდბელი ადამიანი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას.

“თავის დროზე ჩავიხედე თვითმმართველობის შესახებ კანონში, რომლის შესაბამისადაც ვიმოქმედე და ავიღე ჩემს თავზე პასუხისმგებლობა. თუ ჩემი განათლების დამადასტურებელი საბუთი ვერ დააკმაყოფილებდა შესაბამის საკვალიფიკაციო მოთხოვნას, მე ამ თანამდებობაზე ვერ დავიწყებდი მუშაობას. ყოველთვის ვიზიარებ ღირსეული ადამიანის რეკომენდაციებს, თუმცა საკუთარ მომავალზე როგორც დამოუკიდებელი ადამიანი, თავად ვიღებ გადაწყვეტილებას ანალიზის საფუძველზე. ჩემს მომავალ ხედვებში და სტრატეგიაში თანამდებობის დატოვება არ ჯდება”, – განაცხადა გიორგი არეშიძემ.

banner
წინა სტატიაშიბრიტანელ არასრულწლოვანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიადოლარის ოფიციალური ფასი 2.3954 ლარი გახდა