საკრებულოს უმცირესობა დედაქალაქის მერიის კორექტირებული ბიუჯეტის პროექტს იწუნებს

მერიამ საკრებულოს 2015 წლის ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი გადაუგზავნა, რომელიც ხარჯვითი ნაწილის შემცირებას ითვალისწინებს.

დოკუმენტის განხილვა კომისიებში დღეიდან იწყება. მომავალ კვირას კი შემაჯამებელი სხდომა და კენჭისყრა გაიმართება.

უმცირესობა დოკუმენტს იწუნებს და კვლავ არამიზნობრივ ხარჯებზე ლაპარაკობს. ბიუჯეტზე კომენტარი თბილისის მერმაც გააკეთა.

“ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი იზრდება, ყველაფერი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გადანაწილდა, ქამრების შემოჭერის შედეგად დაზოგილი თანხები მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას მოხმარდება,” – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიალპებში ჩამოვარდნილი ლაინერის მეორე შავი ყუთი ნაპოვნია
შემდეგი სტატია“გიგი უგულავა დღეიდან უკანონო პატიმარია,” – უგულავას ადვოკატი