საკრებულოს უმცირესობა ავარიული კორპუსების გამაგრებას ითხოვს

საკრებულოს უმიცრესობის წევრები ავარიული საცხოვრებელი კორპუსების გამაგრებას ითხოვდნენ. საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ვარკეთილში ერთ-ერთ გასამაგრებელ სახლთან შეიკრიბნენ.

მათი განცხადებით, ამ და სხვა კორპუსებისთვის გამოყოფილი თანხების შემცირებისა და უკვე ჩატარებული ტენდერების გაუქმების შედეგად, სახლების მაცხოვრებლები საშიშროების წინაშე რჩებიან. თბილისის მერის განმარტებით, ავარიაულ სახლებზე გადაუდებელი შესყიდვის გზით სამუშაოების განხორციელება დაწყებულია, ის შენობები კი, რომლებსაც ავარიული სტატუსი არ აქვს, ტენდერების შედეგად წლის განმავლობაში გამაგრდება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი: ეს არის ცინიზმით სავსე აქტი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიძიონ
შემდეგი სტატიამინდია ჯანელიძე: ვინც ეს ჩაიდინა და ვინც ეს გააკეთა საკადრისად დაისჯება