საკრებულოს სარევიზიო კომისიამ კრწანისის ყოფილი გამგებლის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო

კრწანისის ყოფილი გამგებლის საქმეზე საკრებულოს სარევიზიო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულია – საქმის მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ სამსახურს მოკვლევის მიზნით ახლა უკვე კანონის მოთხოვნების დაცვით გადაეგზავნება.

“მასალებში იკვეთება დანაშაულის ნიშნები. არის ეჭვი, რომ დარღვეულია კანონი “შესყიდვების შესახებ”. ასევე, გამგეობის ხარჯების არამიზნობრივი ხარჯვა სხვადასხვა მიმართულებით. აქედან გამომდინარე, საკრებულოს კომპეტენციას უკვე სცდება რეაგირების შემდეგი ქმედებები,” – განაცხადა თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, თემურ მალაღურაძემ.

banner
წინა სტატიაში„მაისაია არის ჩვეულებრივი ნაძირალა, სამშობლოს გამყიდველი“– ვალერი ზუმბაძის ექსკლუზიური ინტერვიუ
შემდეგი სტატიაინფრასტრუქტურის სამინისტრო ადასტურებს, რომ “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან” დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს