საკრებულომ სტიქიით დაზარალებულებისთვის კომპენსაციების გაცემის წესი დაამტკიცა

სტიქიით დაზარალებულთა კომპენსაციების გაცემის წესი დამტკიცებულია-საკრებულომ დოკუმენტი 46 ხმით ცოტა ხნის წინ მიიღო. წესის დამტკიცებას დეპუტატების 100%-მა დაუჭირა მხარი.

დოკუმენტის მხარდაჭერის მიუხედავად საკრებულოს ოპოზიციას კომპენსაციების გაცემასთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები აქვს. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სტიქიის დროს დაზარალედბული მანქანების მძღოლების კომპენსირების საკითხზე, რომელიც საკრებულოს მიერ მიღებულ დოკუმენტში ვერ მოხვდა.

დედაქალაქის მთავრობის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში ბინით უზრუნველყოფის 2 პრინციპია გაწერილი. პირველ კატეგორიაში შედიან დაზარალებულები, რომლებიც საცხოვრებელს მიიღებენ სულადობის მიხედვით, მეორე კატეგორიაში კი შედიან დაზარალებულები, რომლებიც მიიღებენ თანხას ქონების საშუალო საბაზრო ღირებულების მიხედვით.

იმ ოჯახებიდან, რომლებსაც ქონება სრულად გაუნადგურდათ პრიორიტეტი მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახებს მიენიჭებათ. დაზარალებულებს საოჯახო პაკეტიც გადაეცემათ, რომლის მინიმალური რაოდენობა 8 ათასი ლარი, მაქსიმალური კი 10 ათასი იქნება.

banner
წინა სტატიაში,,საქართველოში ძალზე შთამბეჭდავია დემოკრატიის მდგომარეობა მრავალ ასპექტში”
შემდეგი სტატია„ჩვენ არც ერთ დევნილს არ დავტოვებთ იმ წარმოუდგენელ პირობებში, როგორშიც წლები გაატარეს“