საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭირო ქვორუმი შემცირდება

საქართველოს პარლამენტმა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო

საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭირო ქვორუმი შემცირდება.

ამის შესახებ დღეს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი. სამუშაო ჯგუფებს გააქტიურებისკენ პარლამენტის თავმჯდომარემ მოუწოდა.

შეხვედრაზე, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, ძირითადად მაჟორიტარული სისტემის რეგიონულ-პროპორციულით ჩანაცვლება განიხილებოდა. თუმცა, სხდომაზე ასევე საკონსტიტუციო ცვლილებების ქვორუმის შემცირებაზეც მსჯელობდნენ.

ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებების განხორციელება სავარაუდოდ 2011 წლის ცვლილებამდე არსებულ რეგულაციას დაუბრუნდება და კონსტიტუციური კანონის მისაღებად 3/4 ის ნაცვლად, სრული შემადგენლობის 2/3 იქნება საჭირო.

banner
წინა სტატიაშიIDFI-ის ბრალდებებს მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე პასუხობს
შემდეგი სტატიაყოფილი ტურბაზა „ქართლის“ კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა გაიმართა