საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის სარჩელი დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ ეროვნული ბანკის შესახებ სარჩელი წარმოებაში მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა

2015 წლის 31 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი და დაადგინა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი არ შეესაბამება თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს და არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებს.

როგორც “თაიმერს’ სახალხო დამცველის აპარატიდანა ცნობეს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლი იმ პირთა წრეს განსაზღვრავს, რომლებსაც საჯარო სამსახურში საქმიანობა ეზღუდებათ, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საჯარო სამსახურის დაკავება ეკრძალება ნებისმიერ პირს, რომელიც „იმყოფება გამოძიების ქვეშ.“ საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით ამგვარი ჩანაწერი ეწინააღმდეგება საქართველოს ყოველი მოქალაქის უფლებას, დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა საქართველოს სახალხო დამცველის არგუმენტაცია აღნიშნული მუხლის ბუნდოვანებასთან დაკავშირებით და მიიჩნია რომ კანონმდებლობა მკაფიოდ არ განსაზღვრავს „გამოძიების ქვეშ მყოფი პირის“ ცნებას, რაც ქმნის აღნიშნული კატეგორიისადმი პირთა ფართო წრის მიკუთვნების შესაძლებლობას.

ამავდროულად, სასამართლო არ დაეთანხმა საქართველოს პარლამენტის პოზიციას, რომ ნორმის მეშვეობით ხდებოდა საჯარო სამსახურში კადრების სტაბილურობისა და „გამოძიების ქვეშ“ მყოფი პირის მიერ გამოძიებისთვის ხელის შეშლის პრევენცია. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი ლეგიტიმური მიზნის მიღწევა არ საჭიროებს ზოგადი აკრძალვის დაწესებას „გამოძიების ქვეშ მყოფი“ ყველა პირის მიმართ. მიზნის მიღწევა შესაძლებელია თითოეული პირის საქმის ინდივიდუალური შეფასებით, ანუ სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების ნაკლები შეზღუდვის გზით.

banner
წინა სტატიაშიმიწის ნაკვეთები და ორი სახლი – რა ქონების მფლობელია შს ახალი მინიტრი
შემდეგი სტატიათინათინ მჟავანაძე – პრეზიდენტმა 2013 წლიდან დღემდე 59 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა