საკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი 2-ის სარჩელი დააკმაყოფილა

სამაუწყებლო კომპანია

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი 2-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო და საქმის დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმის ამოქმედება შეაჩერა გადაწყვეტილების მიღებამდე.

საკონსტიტუციო სასამართლოს რუსთავი 2-მა სარჩელით 26 ოქტომბერს მიმართა. სამაუწყებლო კომპანიის იურისტები გადაწყვეტილების დაუყონებლივი აღსრულების ნორმის ხარვეზებზე მიუთითებდნენ და იმ მუხლების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლებიც შესაძლოა, რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მოსამართლე ურთმელიძემ გამოიყენოს.

ადვოკატის განმარტებით, ამ ვარაუდს ისიც ამყარებს, რომ სასამართლოს უფლება აქვს დაუყონებლივი აღსრულების შესახებ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღოს, რუსთავი 2-ის დაცვის მხარეს კი კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენების საშუალება მთლიანად შეეზღუდოს.

banner
წინა სტატიაში„ოღონდაც ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, მზად არიან სისხლისღვრას შეუწყონ ხელი“
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი: სააკაშვილთან მიმართებაში უკრაინის ხელისუფლებამ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს