საკონსტიტუციო სასამართლომ ვახუშტი მენაბდეს სარჩელი განსახილველად არ მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სარჩელი სახელწოდებით “მოქალაქე ვახუშტი მენამდე საქართველოს პარლამენტის და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ” არსებითად განსახილველად არ მიიღო.

მოსარჩელე ვახუშტი მენაბდე სარჩელში საგარეჯოსა და მარტვილის ოლქებში დაგეგმილი შუალედური არჩევნების გაუქმებას ითხოვდა. სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ არგუმენტად კი მენაბდეს საკონსტიტუციო სასამართლოს 28 მაისის გადაწყვეტილება მოჰყავდა, რომლის მიხედვითაც ამომრჩეველთა ხმებსა და მაჟორიტართა მანდატებს შორის ბალანსი დარღვეულად ცნეს.
შუალედური არჩევნები 31 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაში,,ამაზე უკეთეს ლუსტრაციას საქართველოს ხელისუფლებისა ჩვენ ნამდვილად ვერ შევძლებდით”
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი რუსთავი 2თან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს