“საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გარკვეულ ეჭვებს ბადებს”

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეჩერებულიყო გარკვეულ კითხვებს ბადებს.

კალაძის განცხადებით, ის სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივს სცემს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ზედამხედველობის სააგენტოსთან დაკავშირებით მასში ეჭვებს იწვევს, რადგნ თემის პოლიტიოზირება ხდება.

“ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას უნდა ვცეთ პატივი, რაც სასამართლოს ეხება, თუმცა ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო ის გადაწყვეტილება, რაც საკნონსტიტუციო სასამართლომ მიიღო, რადგან ამ კანონპროექტის მომზადება რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ჩართული იყო სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციები, ექსპერტები და პრობლემა არ ყოფილა. კანონი არის დახვეწილი, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გარკვეულ ეჭვებს ბადებს რა თქმა უნდა, თემის პოლიტიზირებასთან დაკავშირებით”, -განაცხადა კალაძემ

12 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციის საკონსტიტუციო სარჩელი წარმოებაში მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის გამოყოფის შესახებ შესაბამისი კანონი პარლამენტმა დაამტკიცა, თუმცა, მას პრეზიდენტი არ ეთანხმებოდა და ვეტო დაადო. მას შემდეგ კი, რაც პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და კანონი ძალაში შევიდა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “თავისუფალმა დემოკრატებმა” აღნიშნულთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

banner
წინა სტატიაში“მოსამართლე ურთმელიძის დედის წინააღმდეგ საქმე 118-ე მუხლით მიმდინარეობს”, – შსს
შემდეგი სტატიანაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება